არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში გიორგი კირთაძემ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პარტიაში რჩება და მუშაობას რიგითი წევრის სტატუსით განაგრძობს.
ამასთან, კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებაც მიულოცა და განმარტა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს ბრძოლის გაგრძელების საშუალება მის გუნდთან ერთად უნდა მიეცეს.
„გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც ვულოცავ გულწრფელად და მას მინდა რომ ვუსურვო წარმატებები. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაშ, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატული რეჟიმის დამარცხებისთვის. რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, მე დასაწყისშივე ვთქვი, ავხსენი ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოახერხა გამარჯვება. ამდენად, ბუნებრივია, მე არარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, – განაცხადა კირთაძემ.