Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისპორტიგიორგი ქვილითაია კვიპროსის ლიგის ათეულშია

გიორგი ქვილითაია კვიპროსის ლიგის ათეულშია

საქართველოს ნაკრების და „აპოელის“ 29 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულშია.

პირველ ადგილზე ივიცა ივუშიჩია – ხორვატი მეკარე, რომელიც კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში იყო. ბალკანელი იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში „პაფოსში“ გადავიდა და გუნდის ყველაზე ფასეული შენაძენი გახდა – მის ტრანსფერს გერმანული ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ხუთ მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგი ქვილითაია ათეულში მეშვიდე ადგილზეა. ქართველი თავდამსხმელი ერთი პერიოდი ამ სიის ლიდერიც იყო – „აპოელის“ ქართველი კაპიტნის საბაზრო ღირებულება 1,8 მილიონ ევროა.

კვიპროსში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას გერმანული ინტერნეტ-პორტალი ასე აფასებს:

გიორგი ქვილითაია, აპოელი 1.80 მილიონი ევრო

ლაშა დვალი, აპოელი 0.500

ლევან ხარაბაძე, პაფოსი 0,500

ავთო ებრალიძე, ანორთოსისი 0,300

მურთაზ დაუშვილი, აპოელი 0.250

გიორგი ლორია, ანორთოსისი 0,200

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები