ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის არის პუტინის პირადი ტყვე, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა,სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება.
„აქციაზე მოვედი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. რა თქმა უნდა, ყველგან დავდგები, სადაც საუბარია ჩემი ძმის გათავისუფლებაზე, მაგრამ ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, მიხეილ სააკაშვილ არის პუტინის პირადი ტყვე. ბოლო დროინდელი მოქმედებებით ნათლად დავინახეთ, რომ მიშას ადგილი ნამდვილად არ არის „ვივამედში“, არ ეკუთვნის, რა მძიმე მდგომარეობაშია, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ აუცილებლად მოვა ის დღე, როდესაც მიშას ვიხილავთ თავისუფალს, რაც ევროპასთან მოგვცემს უფრო დაახლოების საშუალებას. ევროკავშირის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რა თქმა უნდა, როგორც პირადი ტყვე ის მოიაზრება პოლიტიკურ პატიმრად“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.