გიული ალასანია აცხადებს,რომ მისთვის უცნობია მიეცემა თუ არა შვილის,მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. მისი თქმით, უცნობია რამდენ ხანს დარჩება სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში.
გიული ალასანია აცხადებს,რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია.
„ექიმებისგან ვიცი, რომ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს. მათი მხრიდან ვისმენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს. 9 არის უკვე დიაგნოზი, ამიტომ არის საჭირო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და ადამიანი მოარჩინონ“, – განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში” დღეს გადაიყვანეს.