Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაგიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად, სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა

გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად, სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და „პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა“.

როგორც ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს მუდმივად სიცხე აქვს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მუდმივად აქვს სიცხე, ხანდახან 38 გრადუსზე მეტი. გაუსაძლისი სახსრების და მყესების ტკივილი აქვს და პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა“,- განაცხადა

ამასთან, ალასანიას ინფორმაციით, „ვივამედში“ სააკაშვილთან მოსანახულებლად მისი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი არ შეუშვეს.

„შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, უარი არ არის, არც თანხმობაა, მაგრამ შემდეგ უკანასკნელ მომენტში უარია, ესეც არის წამების ფორმა. ახსნა-განმარტებას არ გვაძლევენ – უბრალოდ არ უშვებენ და მორჩა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები