Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაგიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - კატასტროფული მდგომარეობაა, ძვლები დარჩა

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – კატასტროფული მდგომარეობაა, ძვლები დარჩა

კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

„ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი ჩანს. გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა?

ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ეს ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებებით რომ გადაადგილდებოდა, იმდენად არის დასუსტებული, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, – განაცხადა ალასანიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები