ლევან მურუსიძე გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა და კომპრომატების მოგროვება სუს-ისთვის არასდროს უთხოვია.
“სუს-ს არ აქვს იმდენი ინფორმაცია შეიძლება, მე მაქ იმდენი პირადი ურთიერთობა თითოეულ მოსამართლესთან, რომ არავითარი ინფორმაცია, რომ ადამიანური და ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობები ავაწყო, არაფერში არ მჭირდება. სოსო ვერ მომაწვდიდა მე და ჯერ ეს ერთი, აი რა ინფორმაცია, რა სისულელეა, რა ინფორმაციას მაწვდიდა… ცხოვრებაში დანაშაული არ ჩამიდენია და ვერავინ ვერ დაამტკიცებს იმას რომ მე რომელიმე მოსამართლეზე რამე ზეწოლა განმეხორციელებინა.
შესაბამისად, თუ მე მოსამართლეზე ზეწოლას ვახორციელებ, ამის სოსო გოგაშვილის შუამავლობა ვინმესთან, რაში დამჭირდებოდა. იმდენად აბსურდული თემა არის, ამ ყველაფრის გამოსავალი და წამალი რეალურად, მე ვფიქრობ, არის რომ ჩატარდეს გამოძიება” – სღნიშნავს ლევან მურუსიძე სატელეფონო კომენტარში.