Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარირეგიონიგორის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო

გორის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით გრძელდება, მოსწავლეებისთვის სასწავლო ტრენინგ-კურსების ჩატარებას ითვალისწინებს.

პროგრამის მიზანია, როგორც საჯარო სკოლების თვითმმართველობების, ასევე ახალგაზრდების ინდივიდუალური გაძლიერება და განვითარება.

„საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ყოველ შაბათს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე გაგრძელდება, გორის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ტრენინგებს კვალიფიციური სპეციალისტები გაუძღვებიან.

პროგრამაში მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები 14 წლიდან. მსურველებს აქტივობებში ჩართვა პროგრამის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ.

პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია “დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერა (FID)”, “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება” და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები