Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარირეგიონიგორში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს 

გორში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს 

გორში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგანა საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 14 მჭიდი და 441 ვაზნა.

“ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები