Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაგთვლით მსოფლიო დონის პოლიტიკოსად...-ჩერკასის მერის წერილი მიხეილ სააკაშვილს

გთვლით მსოფლიო დონის პოლიტიკოსად…-ჩერკასის მერის წერილი მიხეილ სააკაშვილს

ჩერკასის მერი, საქალაქო საბჭო და აღმასრულებელი კომიტეტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც მას მხარდაჭერას უცხადებს და რთულ პერიოდში უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“პატივცემულო ბატონო მიხეილ!

ჩერკასის საქალაქო საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტი და მერი ანატოლი ბონდარენკო გამოხატავენ თქვენს მიმართ პატივისცემას და მხარდაჭერას იმ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რომელშიც ახლა იმყოფებით.

ჩვენ გთვლით მსოფლიო დონის პოლიტიკოსად, პროგრესულ ადამიანად და გამორჩეულ პიროვნებად. თქვენი პატიმრობა უსამართლოა და შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თქვენი პროევროპული პოზიციისთვის.

ახლა ყველა უკრაინელი რთულ პერიოდს გადის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამო. მადლობას გიხდით უკრაინის მხარდასაჭერად თქვენი მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რაც არაერთხელ გამოგითქვამთ. ჩვენ გულწრფელად თანაგიგრძნობთ თქვენ და გისურვებთ იყოთ მამაცი და ძლიერი, ისევე როგორც ყველა უკრაინელი.

გისურვებთ ძალასა და გამძლეობას თქვენი ცხოვრების ამ მძიმე დღეებში. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და ჰუმანიზმი გაიმარჯვებს და რაც შეიძლება მალე მიიღებთ სასურველ თავისუფლებას.

დაე, უკრაინული ჩერკასის ეს მეგობრული მისალმება დაგეხმაროთ თქვენს სიძნელეებში და შთაგაგონოთ იბრძოლოთ თქვენი სიცოცხლისთვის. იყავით ძლიერი, როგორც ზალიზნიაკის ათასი წლის მუხა ხოლოდნი იარში – უკრაინული თავისუფლების ტრადიციების სიმბოლო.

დაე, მოგონებებმა ჩერკასის რეგიონის ამ წმინდა ადგილების შესახებ, რომელთა მონახულებაც გიყვარდათ, შეგმატოთ ბრძოლისთვის საჭირო ენერგია და ნება. ჩვენ გვჯერა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აუცილებლად გვესტუმრებით ჩერკასიში, სადაც ყოველთვის გელით.

გამაგრდით! ჩერკასი და მთელი უკრაინა თქვენთანაა! უფალი გფარავდეთ!

მერი ანატოლი ბონდარენკო

2023 წელი” ,- ნათქვამია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები