Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარირეგიონიგურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა

გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა

გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.

შემთხვევა სოფელ ჭანდართან, გუშინ საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა ავტომანქანა ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. მანქანაში მყოფი, 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.

ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება,“ – განაცხადა ორველაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები