Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოგუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - კირილენკო

გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

“4 თებერვალს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 ბახმუტში და 1 იამპოლში. რეგიონში 11 ადამიანი დაშავდა.

ღამით მტერმა დრუჟკოვკაზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანდა საბავშვო ბაღი და მაღალსართულიანი შენობები”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, ერთ თვეზე მეტია, რაც დონბასში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბახმუტის მიმართულებით. მტერმა არაერთხელ დაბომბა დონეცკის რეგიონის დასახლებები, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები