Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

24 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 24 თებერვალს, 14:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 თებერვალს, 14:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას IV, VI და VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, სანდრო ეულის (ზურაბ ანჯაფარიძის), შავიშვილის, ნადირაძის, თოფურიას, მამასახლისოვის ქუჩებს, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის II, III, IV შესახვევს და უნივერსიტეტის ქუჩა N24-ს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები