ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თვისუფლების ინდექსში 9 ადგილით ჩამოქვეითდა და 35-ე ადგილი დაიკავა.
ორგანიზაცია ინდექსს 12 კრიტერიუმით ადგენს. კრიტერიუმებს შორისაა საკუთრების უფლება და ფინანსური თავისუფლება. 12-დან 8 პუნქტში ქვეყნის რეიტინგი გაუარესდა, 2-მათგანში უცვლელი დარჩა, 2-ში კი გაუმჯობესდა. საქართველოს ჯამში 68.7 ქულა მიენიჭა, რაც 3.1 ქულით ნაკლებია 2022 წლის შედეგზე.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველი ადგილი სინგაპურმა დაიკავა 83.9 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა 83.8 ქულით, ხოლო მესამეზე ირლანდია 82 ქულით.
რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოს, სომხეთმა 50 ადგილი დაიკავა 65.1 ქულით, აზერბაიჯანმა 75 ადგილი 61.4 ქულით, თურქეთმა 104 ადგილი 56.9 ქულით, რუსეთმა 125 ადგილი 53.8 ქულით.
Heritage Foundation-ი აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. აღნიშნული რეიტინგი კვლევითმა ცენტრმა 2 მარტს გამოაქვეყნა.