„მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანა ჩავთვალოთ პირველ ნაბიჯად მისი საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და დაველოდოთ, “ნაცმოძრაობის” ქმედებებს მათი დაშლის შესახებ. მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – განაცხადა პარტია “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით,“ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის გადაწყვეტილება ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, რადგან პარტია მისი საკუთრებაა.
“სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად საჭიროა “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება და ეს ნება რომ დადგეს, ამისთვის ყველაზე მოკლე გზა “ნაცმოძრაობის” დაშლაა. ჩემი აზრით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის “ნაცმოძრაობის” დაშლა, მთავარია, მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიხეილ სააკაშვილისჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა “ვივამედში” გადაყვანა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა. ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს ვნახოთ, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები,”- განაცხადა ხვიჩიამ.