Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაიაგო ხვიჩია - „სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ,პარლამენტში ყველა...

იაგო ხვიჩია – „სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ,პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე დასაჭერია“

“სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, საქართველოს პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, მაღალი თანამდებობის პირები და ბიუროკრატიაში ბევრი ადამიანი, რომლებსაც მძღოლი და მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია”- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით,სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ბრძოლის შედეგია.

“მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს არ მყოლია სამსახურებრივი მანქანა, დავკვირვებულვარ იმ ხალხს, რომელსაც ჰყავდა სამსახურებრივი მანქანა და ისინი ყოველთვის იყენებდნენ მას პირადი მიზნებისთვის. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდია არათუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურებში და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის “ქართული ოცნებისთვის”. რაც შეეხება მიზეზს რის გამოც დაიჭირეს გვარამია, ფაქტია, რომ არც გაფლანგვაა და არც მანქანის ტარება. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი მხარე გამარჯვებული აწმყოში, ამ ბრძოლაში, დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ჩვენ ასე გავაგრძელებთ თუ ეს ბრძოლა არ დამთავრდა და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი. ამით ზიანდება მთელი ქვეყნის ინტერესი. ვართ ბრძოლაში მაშინ, როცა საბრძოლო არაფერი არ გვჭირს და მტერი თითქოს ერთი შეხედვით ქვეყნის შიგნით არ გვყავს და ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ერთმანეთის ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა და ასევე, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა არის „ნაციონალური მოძრაობის” დაშლა.

გამარჯვებული მხარე აწმყოში, ამ ბრძოლაში ატყვევებს დამარცხებულ მხარეს – ეს არის ამ ბრძოლის ახლანდელი მდგომარეობა და ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ. ერთი მხარის მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა, ხოლო მეორე მხარის ხელისუფლების ხელში ჩაგდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები