Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოიაპონელი სტუდენტი გამოსაშვებ საღამოზე ზელენსკივით ჩაცმული მივიდა

იაპონელი სტუდენტი გამოსაშვებ საღამოზე ზელენსკივით ჩაცმული მივიდა

იაპონელი სტუდენტი გამოსაშვებ საღამოზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად ჩაცმული- ზეთისხილისფერი, ტანზე მომდგარი მაისურითა და ხაკისფერი შარვლითმივიდა, რათა თავისი მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინის ბრძოლისთვის რუსეთის წინააღმდეგ.

AP-ის ცნობით, გამოსაშვებ ცერემონიაზე იაპონიაში, კურსდამთავრებულები უმეტესად კოსტიუმებში და ფორმალური სამოსში არიან ხოლმე გამოწყობილი. მაგრამ კიოტოს უნივერსიტეტს თავისი ტრადიცია აქვს – სტუდენტები სხვა სამოსს ირჩევენ ამ განსაკუთრებული დღისთვის.

წელს, სტუდენტი, რომელიც ტვიტერზე ცნობილია სახელით Amiki, ზელენსკის მსგავსად შეიმოსა და ხელში პლაკატი ეჭირა, რომელზეც მისი უკრაინისადმი მხარდამჭერი ტექსტი ეწერა და ასევე, ნაწყვეტი პრეზიდენტის სიტყვიდან, რომლითაც მან დეკემბერში აშშ-ს კონგრესს მიმართა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები