Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოიაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიამ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გააფართოვა, გაყინა 130-ზე მეტი ადამიანის აქტივები, მათ შორის რუსეთის პრემიერმინისტრის მიხაილ მიშუსტინის.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი სანქციები რუსეთის რვა მოქალაქეს და აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 133 წარმომადგენელს ეხება.

სამინისტროს ცნობით, სიაში პრემიერი მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები შედიან. იაპონიამ ასევე ექსპორტის აკრძალვა 71 დამატებით რუსულ ორგანიზაციაზე გააფართოვა, მათ შორის მწარმოებლებსა და კვლევით ინსტიტუტებზე.

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მარტიდან დააწესა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივები გაყინა თავდასხმის საპასუხოდ.

რუსეთმა იაპონიას საკუთარი სანქციების დაწესებით უპასუხა, რუსეთის ტერიტორიაზე იაპონიის ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას შესვლა აიკრძალა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები