იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვერ ხედავს ნიშნებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მიზნები შეიცვალა. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ტოლტენბერგმა დადებითად შეაფასა უკრაინის კონტრშეტევა და მას პროგრესული უწოდა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს იმის, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა, სწორედ ამიტომ საუკეთესო გზა უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებაა. მივესალმები ამ კუთხით პარტნიორების ძალისხმევას, ამ შემთხვევაში კი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინაში აბრაამსების გაგზავნას.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება,“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი