Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოიენს სტოლტენბერგი - „ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება მშვიდი და სწრაფი“

იენს სტოლტენბერგი – „ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება მშვიდი და სწრაფი“

„თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“-ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ფინეთი ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. მისი ნატო-ში გაწევრიანება აჩვენებს,რომ ნატოს კარი ღიაა და ფინეთი თავად წყეტს საკუთარ მომავალს.

„ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“,- აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები