Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაIII კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 141 ათასი შეადგინა

III კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 141 ათასი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.0 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9 პროცენტით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5 პროცენტით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები