Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოილონ მასკმა დმიტრი მედვედევის პოსტის წაეშალაზე უარი თქვა

ილონ მასკმა დმიტრი მედვედევის პოსტის წაეშალაზე უარი თქვა

ტვიტერის მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი გამოეხმაურა მომხმარებლების კრიტიკას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის იმ პოსტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შესახებ, რომელშიც “უკრაინის გაქრობაზეა“ საუბარი.

ტვიტერის მომხმარებლებმა მასკი დაადანაშაულეს იმის გამო, რომ „არ ასრულებს“ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს და რუს პოლიტიკოსებს პლატფორმის გამოყენების უფლებას აძლევს.

ტვიტერის მფლობელი მიიჩნევს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა თავად უნდა მიიღოს და უარი თქვა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშების შეზღუდვაზე.

დმიტრი მედვედევმა, რომელიც ცნობილია უკრაინისა და კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული განცხადებებით, ცოტა ხნის წინ ტვიტერში დაწერა, რომ “უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის სჭირდება”.

“ყველა ნიუსი გარკვეულწილად პროპაგანდაა. ნება მიეცით ხალხს, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს”, – წერს მასკი და დასძენს, რომ მას უთხრეს “რომ პუტინმა მე ომის დამნაშავე მიწოდა უკრაინის დახმარების გამო. ამიტომ ის ნამდვილად არ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი.” ვლადიმირ პუტინს ასეთი განცხადებები არ გაუკეთებია.

ილონ მასკმა ასევე აღნიშნა, რომ ტვიტერი ხელს არ შეუწყობს და არც შეზღუდავს რუსეთის მთავრობის ანგარიშებს. “ცენზურით დაკავება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები ამას აკეთებენ, სუსტი სვლაა”, – განმარტა მასკმა თავისი პოზიცია.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გასული წლის წლის აპრილში, კორპორაცია Twitter-მა განაცხადა, რომ “არ გაუკეთებს რეკლამას და არ გაავრცელებს სამთავრობო ანგარიშებს იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ ინფორმაციასთან წვდომას და მონაწილეობას იღებენ შეიარაღებულ კონფლიქტებში სახელმწიფოებს შორის” და აღნიშნა, რომ შეზღუდვები შეეხება კერძოდ იმ ანგარიშებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Twitter-მა გააუქმა შეზღუდვები რუსული და ჩინურ სახელმწიფო მედიასაშუალებების, მათ შორის RT-ს მიმართ. ისინი კვლავ იძებნება რეკომენდებული ანგარიშების სიებში.

გასული წლის ოქტომბერში, Twitter-ის შეძენისას, მასკმა განაცხადა, რომ სურს, სიტყვის დიდი თავისუფლება უზრუნველყოს სოციალურ ქსელში. სხვათა შორის აღდგა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში (იგი ამ ანგარიშით არ სარგებლობს). მასკი არაერთმა კომენტატორმა და პოლიტიკოსმა გააკრიტიკა.

მათ აღნიშნეს, რომ მოდერაციის პოლიტიკაში გატარებული ცვლილებები ხელს აძლევს დეზინფორმატორებსა და სიძულვილის კამპანიებს.

მასკმა ასევე გააკეთა საჯარო განცხადებები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებისა და რიგი კომენტატორების მიერ აღქმული იყო, როგორც პრორუსული. The Telegraph-ის ცნობებზე Twitter-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები