Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოქმდებისკენ მოუწოდებს

ზელენსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოქმდებისკენ მოუწოდებს

„იმოქმედეთ რუსეთის წინააღმდეგ“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმების გამო, რამაც უკრაინის ქალაქები კვლავ სიბნელეში და სიცივეში დატოვა. სხდომა 23 ნოემბერს მორიგი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ჩაინიშნა.

ოთხშაბათს, რუსეთმა სარაკეტო იერიში არაერთ ქალაქზე მიიტანა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, გაითისა ელექტროენერგია და წყალი.

“თქვენ შორის არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელიც მსოფლიოს ტერორის, დესტაბილიზაციისა და დეზინფორმაციის გარდა არაფერს სთავაზობენ. ნებისმიერი რუსული ფორმულა სხვას არაფერს ითვალისწინებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: დადგა დრო, მხარი დავუჭიროთ უკრაინულ მშვიდობის ფორმულას!

ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ მხარდაჭერას ჩვენი ცის დასაცავად. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები.

რა შეიძლება გითხრათ ახლა ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენელმა? რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იტანჯება მათი რაკეტებით? ყველაფერი აშკარაა. ყველაფერი ზედმეტად აშკარაა. მოგიწოდებთ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები კაცობრიობის და სიცოცხლის დასაცავად! უშიშროების საბჭომ უნდა მისცეს მკაფიო შეფასება ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებების შესახებ გაეროს წესდების მე-7 ნაწილის შესაბამისად”, – თქვა ზელენსკიმ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სთავაზობს უშიშროების საბჭოს მიიღოს რეზოლუცია და დაგმოს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერი ფორმა. მან მიიწვია გაეროს წარმომადგენლები, რათა ჩავიდნენ უკრაინაში და ნახონ რა გააკეთა რუსეთმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები