“აბსურდულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნა. თუ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები სურს, ჩვენ ვითხოვთ უპირობო აღიარებას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რათა რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობა იყოს”. -ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთ მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთის პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში განაცხადა, სადაც ის მიწვეული იყო რუს პროპაგანდისტთან ალექსანდრ დუგინთან და ფედერაციის საბჭოს მდივნის მოადგილესთან, კონსტანტინ კოსაჩიოვთან ერთად.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მთავარი ულტიმატუმი და მოთხოვნაა ქართული მხარის მიმართ.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა.