Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარისამართალიირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს პრესცენტრი აღნიშნავს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”, – აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები