Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაირაკლი ღარიბაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ზაზა ალექსიძის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები