Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე - „კელი და კრამერი ლობისტები არიან. რუსთავი 2-ის საქმეზე იან...

ირაკლი კობახიძე – „კელი და კრამერი ლობისტები არიან. რუსთავი 2-ის საქმეზე იან კელის პოზიციამ გვარამიას ტელევიზიის გაძარცვა გაუადვილა“

კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები უკვე ძალიან დიდი ხანია.რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და იან კელის პოზიციამაც სამწუხაროდ, პიროვნებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით რუსთავი ორი გაეძარცვა – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს

“მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები უკვე ძალიან დიდი ხანია და იან კელის მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც სამწუხაროდ, პიროვნებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით რუსთავი ორი გაეძარცვა. ეს არის ძალიან სამწუხარო. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მით უმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს გამომდინარე ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც მას აქვს ამ თემასთან დაკავშირებით” – განაცხადა კობახიძემ.

24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელი ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს სახელწოდებით “პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში”.

სტატიის ავტორები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებენ. NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისინი წერენ, რომ მმართველი პარტია დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას რიტორიკულად უჭერს მხარს,

სტატიაში ამერიკელი დიპლომატები მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასაც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე.

ამასთან, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდი მტკიცედ აკონტროლებს სასამართლოს და მისი გადაწყვეტილებები ძლიერი ოპოზიციის თავიდან ასაცილებლადაა მიმართული.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები