Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარისპორტიირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს და ვერცხლის...

ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.                                              ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოვიდნენ. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 3 სექტემბერს კი ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში იაპონელ და იტალიელ მეტოქეებს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პოლონელ კინგა დროჟდთან 9:15 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა კორეელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ მეცო ბოლგარკასთან 9:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასპარეზობისთვის გოგონები მწვრთნელმა – მალხაზ მესხმა მოამზადა.

მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები