Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარისამართალიისანში, "დირსის" დასახლებაში მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი გამოხცხადდა

ისანში, “დირსის” დასახლებაში მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი გამოხცხადდა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც ისანში, “დირსის” დასახლებაში ორი ადამიანი მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დაჭრა, ერთი კი მოკლა.

შემთხვევა 2022 წლის 27 აპრილს მოხდა. მსჯავრდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ორი დანის გამოყენებით ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასწრულწლოვანი დაჭრა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, ბრალდებული “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით მიიმალა, რა დროსაც მან ტაქსის მძღოლს მომხდარის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

მას სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები