Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოიერუსალიმში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილით იერუსალიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

პირველი აფეთქება იერუსალიმის შესასვლელთან, დილის 07:06 საათზე მოხდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი, მოგვიანებით დაიღუპა. “ისრაელის არმიის რადიოს” ცნობით, აფექთება ადგილზე დადგმულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

მეორე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის “რამოტის გასაყარზე” დილის 7:30 საათზე, განაცხადა პოლიციამ. მათივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან 3 ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით იქნა ევაკუირებული.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ იძიებენ ვინ დგას მომხდარის უკან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები