Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარისპორტიიტალიურმა პრესამ კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

იტალიურმა პრესამ კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის “ატალანტას” ამჟამინდელი დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას Rai-ს ჟურნალისტი ჩირო ვერენატო ავრცელებს.

როგორც იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს “პარტენოპეი” 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები