Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაჯაფარიძე ზურაბიშვილზე - გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე – გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა

არლამენტის წინაშე პრეზიდენტის წლიური ანგარიში შეაფასა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. პოლიტიკოსის აზრით, სალომე ზურაბიშვილი გადაეფარა მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და ქვეყნის საგარეო კურსზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დააკისრა.

„ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ მთავარში ისევ იგივე გააკეთა – გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა. ბიძინა რომ გაიწია პოლიტიკიდან, მერე დაიწყო კურსის ცვლილებაო. რა გაიწია? სად გაიწია? ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის? აბა რა ქნას ? ვინც ჭამთ, რატომ ჭამთ ამას? რა ძალა გადგიათ?” – დაწერა „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე ზურაბ ჯირჩი ჯაფარიძემ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები