Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ჯამლეტ ხუხაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014).

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები