Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაჯგუფი Fleetwood Mac-ის სოლისტი კრისტინ მაკვი გარდაიცვალა

ჯგუფი Fleetwood Mac-ის სოლისტი კრისტინ მაკვი გარდაიცვალა

ბრიტანულ-ამერიკული ჯგუფის Fleetwood Mac სოლისტი კრისტი მაკვი79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, განცხადება მუსიკოსის სიკვდილის შესახებ მისმა ოჯახმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

„ის მშვიდად გარდაიცვალა საავადმყოფოში დღეს დილით, 2022 წლის 30 ნოემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ“, – დაწერეს მომღერლის ნათესავებმა.

Fleetwood Mac-ი ლონდონში, 1967 წელს შეიქმნა. ჯგუფის პოპულარობის პიკი 1970-1980-იან წლებში იყო. მაკვი ბენდის თაყვანისმცემელი იყო და 1960-იან წლებში ის ჯგუფის ბას-გიტაისტს, ჯონ მაკვის გაჰყვა ცოლად, შემდეგ კი ჯგუფის წევრი თავად გახდა.

კრისტინ მაკვი Fleetwood Mac-ის ისეთი სიმღერების ავტორია, როგორებიცაა Little Lies, Donʼt Stop, Say You Love Me და Songbird. 1998 წელს ის ჯგუფიდან წავიდა, მაგრამ 2014 წელს დაბრუნდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები