Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე - თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება...

ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე – თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს?

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.

„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს? ვერაფერი დავინახე გეგმაში, რაც მიუთითებს, რომ არის რაღაც, რაც ხელსაყრელი იქნება ვინმესთვის, გარდა რუსეთისა, თუკი ჩინეთის გეგმა შესრულდება”, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა ცალსახად უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს და მას ირაციონალური უწოდა.

„იდეა, რომ ჩინეთი აპირებს მოლაპარაკებას ომის შედეგზე, რომელიც უკრაინისთვის სრულიად უსამართლო ომია, უბრალოდ ირაციონალურია“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხსაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები