Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ისტორიული და მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პოლონეთში ჩავიდა.

ბაიდენი თავდაპირველად პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა.

ჯო ბაიდენი შეხვედრას გამართავს თავის პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან. ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გეგმავს “ბუქარესტის ცხრიანის” ლიდერებთან.

„ბუქარესტის ცხრიანი“ რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა 2015 წელს. მასში ერთიანდებიან პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები