“დიდ პატივს ვცემთ გაეროში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას. გვესმის, როგორი რთულია თქვენთვის რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება. ასევე, უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას”-ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ის უკრაინის საკითხზე გაეროში კენჭისყრის დროს საქართველოს მხარდაჭერას მიესალმება,მაგრამ ამბობს,რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ მნიშვნელოვანია.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა.
“ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და ის მოითხოვს ტემპის გაზრდას, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლარიზაცია, გაგრძელდეს რეფორმები განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის საკვანძო საკითხები. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც საფუძვლად კანონის უზენაესობა, სრულად ანგარიშვალდებული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება უდევს და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან”- განაცხადა ბორელმა.