Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოკადიროვი აცხადებს, რომ რუსეთი არა უკრაინის, არამედ ნატოს წინააღმდეგ იბრძვის

კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთი არა უკრაინის, არამედ ნატოს წინააღმდეგ იბრძვის

ჩეჩნეთის ხელმძღვანლის რამზან კადიროვის განაცხადებით რუსეთი არა უკრაინის, არამედ ნატოს წინააღმდეგ იბრძვის.

“დღეს ჩვენ ვიბრძვით არა უკრაინის, ბანდერელების წინააღმდეგ. ჩვენ ნატოს წინააღმდეგ ვიბრძვით.”- განაცხადა კადიროვმა.

კადიროვმა დააზუსტა, რომ რუსეთი ომს აწარმოებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც კიევს იარაღს და ფულს აწვდიან.
ამასთან ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა ასეთ დახმარებას “წვრილმანი” უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის “გაწმენდა” დიდი ხნის წინ შეიძლებოდა, რომ არა ვლადიმერ პუტინის ბრძანება, შეინარჩუნონ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა და უკრაინული ქალაქები. კადიროვის ამ განცხადების ფონიზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინის ქალაქებში გამოვლენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დახოცვისა და სამოქალაქო ობიექტების ნგრევის დამადასტურებელი ფაქტები.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები