Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოKalush Orchestra ევროვიზიის ჯილდოს აუქციონზე ყიდის

Kalush Orchestra ევროვიზიის ჯილდოს აუქციონზე ყიდის

უკრაინული ფოლკ-რეპ ჯგუფი, რომელიც 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულია უკრაინული ჯარის დასახმარებლად, კონკურსში მიღებულ ჯილდოს აუქციონზე ყიდის. ამის შესახებ ჯუფმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე განაცხადა.

ჯგუფის სოლისტმა, ოლეჰ ფსიუკმა ასევე განაცხადა, რომ აუქციონზე 5 ევროდ გაიყიდება ვარდისფერი ქუდიც, რომელიც მას კონკურსზე გამოსვლისას ეხურა.  

„პირველად ევროვიზიის ისტორიაში გამარჯვებული Kalush Orchestra აუქციონზე ყიდის თავის ჯილდოს, რათა დაეხმაროს უკრაინის ჯარს. თქვენ შეგიძლიათ მათი გამარჯვება აქციოთ უკრაინის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ! მიიღეთ Kalush Orchestra-ს სოლისტის ოლეჰ ფსიუკის ვარდისფერი ქუდი მხოლოდ 5 ევროდ.“ – წერია ჯგუფის ოფიციალური გვერდზე. 

ჯგუფი აცხადებს,რომ ევროვიზიაზე მიღებულ ჯილდოს იმას გადასცემენ,ვინც ყველაზე მაღალ თანხას დაასახელებს ტრადიციულ ან კრიპტოვალუტაში.

აუქციონი 28 მაისს, 19:00 საათზე დასრულდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები