Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიინტერვიუებიკაპანაძე - პოლიტიკური აქტივობები გაგრძელდება ხელისუფლების შეცვლამდე

კაპანაძე – პოლიტიკური აქტივობები გაგრძელდება ხელისუფლების შეცვლამდე

რას ემსახურებოდა გუშინდელი აქცია?

ყველაფერი გარკვეულია ერთ მხარეს არის რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა საქართველო, ამიტომ მგონია, რომ ყველამ, ვისაც გვინდა ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა გავაკეთოთ მკაფიო არჩევანი, რას ვირჩევთ ვირჩევთ რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს – ქართულ ოცნებას, იგივე ფარცხალაძის ოცნებას, თუ ვირჩევთ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, ევროპულ მომავალს – განათლებას, სიღარიბის და სიდუხჯჭირის დამარცხებას. ამას ემსახურებოდა გუშინდელი აქციაც და ამას მოემსახურება შემდგომი აქციებიც. რადგან ხელისუფლება არის ფარცხალაძის ოცნების შემსრულებელი, ხოლო ქართველ ხალხს სხვა მიზანი და სხვა ამოცანა აქვს – ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება, უსაფრთხოების მოპოვება, ხანგრძლივი მშვიდობის მოპოვება, კეთილდღეობა და ღირსეული შემოსავალი.

რამდენად კმახოფილი ხართ ხალხის აქტივობით, ხომ არ დაიღალა ქართველი ხალხი აქციებით?

ყველა გამოკითხვით 75%-ზე მეთი მხარს უჭერს ევროკავშირს, რაც იმას ნიშნავს რომ ზუსტად ამდენივე ეწინააღმდეგება ფარცხალაძის
ოცნებას, რუსეთის ჯაშუშების მიერ ქვეყნის მართვას და ჩვენი ქვეყნის უკან, რუსულ ჭაობში დაბრუნების მცდელობას, ამიტომ აქციები რა თქმა უნდა გაგრძელდება, გაგრძელდება პოლიტიკური აქტივობები იქამდე, ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად, თუნდაც პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად არ დავამარცხებთ ამ რუსეთის ჯაშუშების მიერ მართულ ხელისუფლებას.

გახდება თუ არა აქციები პერმანენტული და გაქვთ თუ არა კომკრეტული სამოქმედო გეგმა?

გუშინდელი აქცია დაიგეგმა მყისიერად, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა და საქზოგადოებამ გაიგო რომ ამ ჯაშუშ ფარცხალაძეს პირდაპირ მფარველობდა ხელისუფლება და რუსეთის ჯაშუშის ფარცხალაძის ფულის გატანის გამო საქათველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა
გადაწყვეტილება, რათქმაუნდა ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გამოხატა თავისი აღშფოთება და სპონტანურად გამოვიდა ხალხი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის ბრძოლა რომელიც მიმდინარეობს ამ რუსი ჯაშუშების მიერ მართული ხელისუფლების დასამარცხებლად, საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები