Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაკარლ ჰარცელი - "საქართველომ სერიოზულად უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის"

კარლ ჰარცელი – “საქართველომ სერიოზულად უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის”

“ველოდები, რომ კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ ერთი თვის ვადაში მოხდება” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.


მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არსებობს მთავარი, რაც უცვლელია: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე.


„მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოფილ იქნას, რომ სერიოზულად და მდგრად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის“ – აღნიშნა ელჩმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები