Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაქარსელაძე - სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე

ქარსელაძე – სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს და მასში ჩართულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა.

“სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს. მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე ვმუშაობთ” – თქვა ქარსელაძემ 

ქარსელაძის თქმით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე. გარდა ამისა,  სპეციალური ტექნიკის დახმარებით, გუშინ და დღეს, ჯამში – 20 ერთეული ავტომანქანა გამოიყვანეს

“ყველა სამუშაო მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვიპოვოთ ცხედრები. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, საფიქრალი და საზრუნავი ეს არის. რეალურად, პირველივე დღიდან სამუშაოებში ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც, ამ ვითარებაში, ყველაზე ეფექტიანია. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ ძალისხმევაზე, რომელიც, ამ დღეების განმავლობაში, უშუალოდ მაშველებმა, ჯარისკაცებმა და მძიმე ტექნიკის ოპერატორებმა გასწიეს”  თქვა ირაკლი ქარსელაძემ

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 22 ცხედარი. ეძებენ 11 დაკარგულს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები