Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარირეგიონიკასპში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა უფლებადამცველ ორგანიზაციას მიმართა

კასპში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა უფლებადამცველ ორგანიზაციას მიმართა

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 82 წლის ქალის ოჯახმა უფლებადამცველ ორგანიზაციას მიმართა. მათ ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი” დაიცავს.

ლექსო მერებაშვილის განმარტებით, გარდაცვლილის შვილმა დაზარალებულის სტატუსი მიიღო.

“საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შევძლებთ დასკვნების გაკეთებას. ექსპერტის პასუხსაც ველოდებით”, – განმარტავს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი.

შემთხვევა  27 აპრილს კასპში მოხდა. დასუფთავების სამსახურის მანქანა 82 წლის ქალს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები