Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისამართალიკახა დამენია - „ვაღიაროთ, რომ ნიკა იყო ამ პროცესის მიზანი და დანარჩენები...

კახა დამენია – „ვაღიაროთ, რომ ნიკა იყო ამ პროცესის მიზანი და დანარჩენები სამწუხაროდ, ფონად ვიყავით“

„ბუნებრივია, გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, გავასაჩივრებ. ვაღიარებ, რომ დიდი იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმს, არ მაქვს, თუმცა პროცედურებს ბოლომდე მივყვები“,-ამის შესახებ  „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა, კახა დამენიამ განაცხადა.

მისი თქმით,სისხლის სამართლის საქმის მთავარი მიზანი არა მისი და კიდევ ერთი ბრალდებულის ზურაბ იაშვილის, არამედ მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავება იყო.

„როგორც ვამბობდი, წმინდა იურიდიულად თუ ვიმსჯელებთ, სამივეს შემთხვავაში გამამართლებელი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. თუმცა მოლოდინი ყველაფრის მქონდა. ჩემს შემთხვევაში უფრო მძიმეც მქონდა. ფაქტობრივად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც არის „კონსესუსური“ – ერთი გამართლდა, მე გადამიკვალიფიცირეს უფრო მსუბუქ მუხლზე და ნიკა დაიჭირეს. ვაღიაროთ, რომ ნიკა იყო ამ პროცესის მიზანი და დანარჩენები სამწუხაროდ, ფონად ვიყავით. ასეც გამოვიდა. მე გაფლანგვაზე მქონდა ბრალი, რომელიც გადაკვალიფიცირდა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლზე, მსუბუქი მუხლია და მხოლოდ ჯარიმა მაქვს, პირობითიც არ მოუცია. ბუნებრივია, ამასაც არ ვეთანხმები, გავასაჩივრებ. ვაღიარებ, რომ დიდი იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმს, არ მაქვს, თუმცა პროცედურებს ბოლომდე მივყვები“, – განაცხადა კახა დამენიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები