Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე - 9 დეკემბერს განათდება ქალაქი და ნაძვის ხის ანთების ღონისძიება...

კახა კალაძე – 9 დეკემბერს განათდება ქალაქი და ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება

თბილისში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს აინთება.

შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება.

„9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა – მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება. თბილად ჩავიცვათ, რადგან ცივა. წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“,- განაცხადა კალაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები