Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე - ბევრ ქუჩაზე საავტობუსე ზოლები ჯერ კიდევ არ გვაქვს და...

კახა კალაძე – ბევრ ქუჩაზე საავტობუსე ზოლები ჯერ კიდევ არ გვაქვს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში დგას – ეს პრობლემა უნდა მოიხსნას

ბევრ ქუჩაზე, სამწუხაროდ, საავტობუსე ზოლები ჯერ არ გვაქვს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ავტომობილებთან ერთად, ჩვეულებრივად, საცობში დგას. ეს პრობლემა უნდა მოიხსნას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება წინა წელთან შედარებით, 43%-ით არის გაზრდილი, რაც „ძალიან მაგარია“ და ზუსტად სატრანსპორტო რეფორმის შედეგია.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისი არაა და „ეს არაა ის საბოლოო შედეგი, რაც გვინდა, რომ მივიღოთ“.

„ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული, გავხადოთ ხელმისაწვდომობა. სწორედ ამის გამო ხდება ამ რეფორმის განხორციელება და ჩვენ არ გვინდა, რომ კერძო ავტომობილებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში იდგეს. შესაბამისად, როგორც ყველა განვითარებულ ქალაქში, განხორციელდა აღნიშნული რეფორმა ჩვენთანაც. რა თქმა უნდა, თბილისზე მორგებული გადაწყვეტილებით ხდება აღნიშნული რეფორმის განხორციელება. გვინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იდგეს საცობში. დღეს გვაქვს ბევრი ქუჩა, სადაც სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს საავტობუსე ზოლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად დგას კერძო ავტომობილებთან ერთად საცობში. ეს პრობლემა უნდა მოიხსნას,“ – განაცხადა კალაძემ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები