თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დავით კაჭარავა წარმატებული სპორტსმენი იყო, ის ღირსეული ადამიანია და ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტ დავით კაჭარავა ჰყავდეს.
კითხვაზე, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციასთან დაკავშირებით, კალაძემ აღნიშნა, რომ კაჭარავა ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია.
„დავით კაჭარავა წარმატებული სპორტსმენი იყო, არის ღირსეული ადამიანი და მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.