ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე დოკუმენტს “ყაზახეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის რეგულირების” შესახებ მოეწერა ხელი.
ვიწრო ფორმატში პრეზიდენტებმა ასევე უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
„ჩვენი შეხედულებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ემთხვევა. რა თქმა უნდა, ამ ომმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის სახელმწიფოების თანამშრომლობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას ორმხრივ დონეზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში თურქეთი ერთ-ერთი შუამავალია. ყაზახეთმა უარი თქვა რუსეთის მხარდაჭერაზე უკრაინაში შეჭრის დროს და 9 მაისს ხელისუფლებამ აკრძალა რუსული სიმბოლოების გამოყენება, როგორიცაა გიორგეევსკის ლენტები და ასო “Z”, რომლებიცრუსეთის სამხედრო აგრესიასთან არის დაკავშირებული.