Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაკეკელიძის N1-ში "სფერო ჰოლდინგის" იურისტები გამოსახლების შეჩერებას ცდილობენ

კეკელიძის N1-ში “სფერო ჰოლდინგის” იურისტები გამოსახლების შეჩერებას ცდილობენ

თბილისში, კეკელიძის N1-ში საცხოვრებელი ბინის და სადარბაზოს შესასვლელი რკინის კარები შეადუღეს. ოჯახი ცდილობს არ შეუშვას აღსრულების პოლიცია სახლში, რომელიც წლების განმავლობაში მას ეკუთვნოდა. “სფერო ჰოლდინგის” იურისტები დილიდან ოჯახთან ერთად იმყოფებიან და გამოსახლების პროცესის შეჩერებას ცდილოთბენ, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ამ ოჯახის მხარდასაჭერად  შეიკრიბა.

ხატიაშვილს ბინა ბოლო ოთხი წელია აღარ ეკუთვნის – აღსრულების პოლიციამ მისი გამოსახლება მარინა ხატიაშვილის თქმით, მან “საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვენეხევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10 წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკრებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.

 

ოჯახი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან თანხა აანაზღაურონ და საქმე კონსტრუქციული მორიგებით დასრულდეს.                                                                                           “ჩვენ “მევახშეს” ვთავაზობთ მორიგებას, მათ ფულით ხელში ვხვდებით. იმაზე მეტ ფულს ვთავაზობთ, ვიდრე ვალი გვაქვს, თუმცა ისინი მოლაპარაკებაზე არ მოდიან”, – ამბობს მარინა ხატიაშვილი.

ოჯახის გამოსახლების პროცესი კიდფევ ერთხელ გადაიდო. ინფორმაცია მედიას აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, პაატა შამუგიამ მიაწოდა.

როგორც ხატიაშვილი ამბობს, 108 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა აუქციონზე თავად მისმა ერთ-ერთმა იპოთეკარმა, დარეჯან დვალმა, 40 ათას ლარად შეიძინა. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა. ოჯახის გამოსახლება ბოლოს გასული წლის 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, პროცესი რამდენიმე თვით კვლავ გადაიდო და გამოსახლება 23 იანვარს დაიგეგმა. ამის შესახებ აღსრულების ბიურომ მარინა ხატიაშვილს 22 დეკემბერს შეატყობინა.

გამოსახლების შესახებ აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და გამოსახლების პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს, კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა, აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის, ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება ხმაურის, დაპირისპირე იმით ახსნა, რომ ბინაში იმ პერიოდში სამი თვის ჩვილი ცხოვრობდა და ოჯახის გასახლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დროებით გადადო.

მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ ის იპოთეკართა მაქინაციური სქემისა და კაბალური კანონმდებლობის მსხვერპლია.  2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სულ 17 589 უძრავი ქონება გაყიდა აუქციონზე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები