Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის იქნება თუ სხვისი“ -კელი...

„როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის იქნება თუ სხვისი“ -კელი დეგნანი

„კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი, რასაც უნდა მოჰყვეს შემდგომში მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა“,-ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას უნდა მოჰყვეს მიუკერძოებელი შეფასება და განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.

 “მთავარი საკითხია ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს ის მკურნალობა, რაც ესაჭიროება. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი, რასაც უნდა მოჰყვეს შემდგომში მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა და ამ შეფასების შემდგომ უნდა განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები. როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის იქნება თუ სხვისი, ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის საკითხი”, – თქვა კელი დეგნანმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები